ფეხბურთი

14:34 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "სამპდორიასთან" კვარაცხელია შესაძლოა ძირითადში ვერ მოხვდეს

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლი“ გენუაში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება და Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იყოს.

ქართველ ფეხბურთელს „ინტერთან“ შეხვედრაში ფეხებში ბევრჯერ ჩაარტყეს და გუშინ არც უვარჯიშია. მართალია, კვარას ტრავმა არ აქვს, მაგრამ შესაძლოა ის ლუჩანო სპალეტიმ დაასვენოს.

წყაროს თანახმად, იტალიელი სპეციალისტი ხვიჩას თამაშის ბოლო ნახევარი საათისთვის შეინახავს და ეცდება, რომ დასვენებული კვარაცხელია გადაღლილი „სამპდორიას“ მცველების წინააღმდეგ უკეთ გამოიყენოს. მოსალოდნელია, რომ მის ნაცვლად ძირითადში ჯაკომო რასპადორი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 8 იანვარს გაიმართება.

0.11305