„ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩის მთავარი მსაჯი სიმონე სოცა მეორეა დღეა დიდი კრიტიკისა და ყურადღების ქვეშაა.
ბევრს არ მოეწონა მისი მუშაობა აღნიშნულ შეხვედრაში, ახლა კი იტალიურ მედიაში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომელიც თამაშის დაწყებამდე სტადიონის გვირაბშია გადაღებული.
„ინტერის“ მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს მსაჯს მიმართავს და ურჩევს, რომ ჯარიმები იშვიათად დააფიქსიროს.
„სოცა, იცოდე, დღეს იშვიათად უსტვინე“, - უთხრა ჰანდანოვიჩმა იტალიელ მსაჯს.
რა თქმა უნდა, ამ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან სოცამ „ინტერის“ ფეხბურთელების მხრიდან უხეში და ხისტი თამაში რეაგირების გარეშე მართლაც ხშირად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ინტერთან“ 0:1 წააგო და სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.