სხვა

23:09 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრებში მეორე სლალომი ამინდის გამო გაუქმდა

ამერიკელ სამთო მოთხილამურე მიკაელა შიფრინს, მსოფლიო თასზე 82-ე გამარჯვების ლოდინი მოუწევს, რადგან ზაგრებში გასამრთი სლალომის მეორე რბოლა, ამინდის გამო გაუქმდა.

ევროპაში ახლა უჩვეულოდ თბილა, რის გამოც, ფერდობებზე თოვლი ან საერთოდ არაა, ან დარბილებულია, რაც მასზე რბოლას შეუძლებელს ხდის. ასე იყო პირველი სლალომის დროსაც, მაგრამ მაშინ თანდათან დათბა და მონაწილეებმა ასპარეზობის დასრულება შეძლეს.

ის რბოლა შიფრინმა მოიგო, რითაც მსოფლიო თასზე მოპოვებული გამარჯვებების რიცხვი 81-მდე გაზარდა. ერთიც და ის თავისი სახელოვანი თანამემამულის, ლინდსი ვონის ქალ მოთხილამურეთა რეკორდს (82 მოგება) გაიმეორებს.

მომდევნო ორი რბოლა სლოვენიის კრანისკა გორაში გაიმრთება. ორივე გიგანტური სლალომია, რომლებშიც შიფრინი ფავორიტი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133423