ფეხბურთი

22:58 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს ვერ ივარჯიშა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. როგორც ირკვევა, ქართველმა ფეხბურთელმა „ინტერთან“ მატჩის შემდეგ დაისვენა და ვარჯიში გამოტოვა.

Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ ამის მიზეზი მილანელი ფეხბურთელების ხისტი თამაშია, რომლებმაც კვარაცხელიას ფეხებში არაერთხელ ჩაარტყეს. ამ ეტაპზე ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, სავარაუდოდ, ვარჯიშის გამოტოვება უფრო დასვენებას ემსახურებოდა და საგანგაშო არაფერია.

„ნაპოლის“ წარმომადგენლებს არ მოეწონათ სოცას მსაჯობა და შეშფოთებული არიან ქართველის გამო, რომელმაც დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა, რადგან გუშინ ფეხებში ბევრჯერ ჩაარტყეს. სწორია თამაშის ხშირად არგაჩერება, მაგრამ არასწორია უნიჭიერეს ფეხბურთელებზე სისტემატური უხეშობის გატარება“, - წერს გამოცემა.

თავის მხრივ, ნეაპოლელი და "ნაპოლისთან" დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო იტყობინება, რომ კვარას ვარჯიში ფეხებში ჩარტყმის გამო არ გამოუტოვებია. როგორც მან გაავრცელა ინფორმაცია, დღევანდელი ვარჯიშის გამოტოვება გეგმიური იყო და მაგალითად ალექს მერეტიც მოიყვანა, რომელმაც ასევე არ ივარჯიშა. ამდენად, მომდევნო მატჩში კვარაცხელიას თამაში საეჭვო არაა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 8 იანვარს, სერია A-ს უახლოეს ტურში სტუმრად გენუის „სამპდორიას“ შეხვდება.

0.122774