ხვიჩა კვარაცხელიას, „ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტის“, „ტოტენჰემისა“ და „ჩელსის“ მთავარი სკაუტები აკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ გაავრცელა.
როგორც მან თქვა, ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა, მაგრამ ქართველი ინგლისური გრანდების ინტერესის სფეროშია.
„ბოლო მატჩებში ხვიჩაზე დასაკვირვებლად იტალიაში „ლივერპულის“, „ჩელსის“, „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი სკაუტები ჩამოვიდნენ. ოფიციალური შეთავაზებები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ საინტერესო მოთამაშეა და ბუნებრივია, რომ დიდმა კლუბებმა დამკვირვებლები გამოგზავნეს.
თუმცა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში „ნაპოლი“ შეეცდება ქართველთან კონტრაქტის კორექტირებას, რათა თავიდან აიცილოს შეტევები, რომლებსაც ევროპული გრანდები განახორციელებენ, რომელთაც ფეხბურთელისთვის ძალიან მაღალი ხელფასის შეთავაზება შეუძლიათ“, - თქვა სკირამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.