ფეხბურთი

16:59 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება "ინტერთან" მატჩზე: "კვარაცხელია პროგნოზირებადი გახდა"

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-16 ტურში „ინტერთან“ 0:1 წააგო და იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ხვიჩა კვარაცხელიამ 76 წუთი ითამაშა და იტალიური მედიისგან არცთუ ისე კარგი შეფასება მიიღო.

Corriere Dello Sport 5.5 ქულა: „რთული ცხოვრება ქართველისთვის, რომლის წინააღმდეგ ინძაგიმ რამდენიმე ინტერისტა ჩანერგა. დარმიანს ან ბარელას მის წინააღმდეგ პირველ რიგში შკრინიარი აზღვევდა. ის ყველანაირად ცდილობდა, ენერგიულად და გამბედაობით, მაგრამ ვერასოდეს იპოვა ის ამოსავალი წერტილი, რითაც ყველა იცნობს“.

Gazzetta Dello Sport 5 ქულა: „შკრინიანი და დარმიანი მას ძალიან ხისტად ეთამაშებოდნენ. ქართველი გავლენის ქვეშ არ მოქცეულა, მაგრამ ერთი-ერთზე თამაშის ბრწყინვალე აკლია და პროგნოზირებადი გახდა“.

AreaNapoli 6 ქულა: „ჯერ კიდევ ვერ ბრწყინავს, მაგრამ ფეხებში ბევრჯერ ჩაარტყეს. როდესაც ანათებს, სახიფათო ხდება, ბარელა და მისი თანაგუნდელები მას ხისტად ეთამაშებოდნენ, მსაჯს კი ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 8 იანვარს, სტუმრად „სამპდორიასთან“ გამართავს.

0.12309