ფეხბურთი

14:24 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა გერმანიის ნაკრების მწვრთნელობა არ გამორიცხა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ გამორიცხავს მომავალში გერმანიის ნაკრების გაწვრთნას.

„არ გამოვრიცხავ, რომ ერთხელაც გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდები. მაგრამ ამისათვის დროა საჭირო. რომელიმე ქვეყნის ეროვნულ გუნდში არასოდეს მიმუშვია, არადა სანაკრებო ფეხბურთს თავისი სპეციფიკა აქვს.

ჯერჯერობით „ლივერპულზე“ ვარ კონცენტრირებული და როცა კლუბიდან წავალ, ერთ წელიწადს არაფერს გავაკეთებ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Bild.

კლოპი „ლივერპულში“ 2015 წლიდან მუშაობს და მოქმედი კონტრაქტი მერსისაიდულ კლუბთან 2026 წლს ზაფხულამდე აკავშირებს. მანამდე ის „მაინცში“ და დორტმუნდის „ბორუსიაში“ მუშაობდა.

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კი ყატარის მუნდიალზე წარუმატებლობის მიუხედავად, კვლავ ჰანს-დიტერ ფლიკი რჩება.

0.117548