ჭადრაკი

13:09 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დაწინაურდა მერაბ გაგუნაშვილი

თბილისის ჭადრაკის სასხლეში ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა.

თამაშებმა ვაჟთა ჭადრაკისთვის დამახასიათებელ მშვიდ ტემპში ჩაიარა. 5 შეხვედრიდან 4 პარტია ფრედ დასრულდა.

ტურის ერთადერთი შედეგიანი პარტია, ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერის, მერაბ გაგუნაშვილსა და ნიკოლოზ პეტრიაშვილს შორის დაფიქსირდა. თეთრებით მოთამაშე გაგუნაშვილმა მეტოქის მიერ დებიუტში დაშვებული უზუსტობები კარგად გამოიყენა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მიუხედავად ყაიმისა საკმაოდ საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა: ლუკა პაიჭაძესა და გაიოზ ნიგალიძეს შორის. ასევე, მიხეილ მჭედლიშვილსა და ნიკოლოზ კაჭარავას შორის.

ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, ყაიმით დასრულდა შემდეგი შეხვედრები: დავით მაღალაშვილი- თორნიკე სანიკიძე; ნოე თუთისანი - გიგა ყუფარაძე.

ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ ერთიდან ერთი გამარჯვებით მერაბ გაგუნაშვილი ლიდერობს.

მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

კაჭარავა - ყუფარაძე

სანიკიძე - თუთისანი

პეტრიაშვილი - მაღალაშვილი

ნიგალიძე - გაგუნაშვილი

მჭედლიშვილი - პაიჭაძე.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდი

0.124424