ფეხბურთი

11:48 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

De Telegraaf: ბლინდი „ბაიერნში“ გადადის

ნიდერლანდელი მცველი, დეილი ბლინდი, რომელმაც ახლახან ამსტერდამის „აიაქსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება - წერს De Telegraaf.

წყაროს ინფორმაციით, ბლინდი დღეს, 5 იანვარს, დილით გაემგზავრა გერმანიაში „ბაიერნთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად. 32 წლის მცველი აეროპორტიდან პირდაპირ სპეციალურ კლინიკაში მივა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ბავარიული კლუბის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ბლინდმა შეიძლება წარმატებით შეცვალოს ლუკას ერნანდესი, რომელმაც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე ტრავმა მიიღო და წლეულს შემოდგომამდე ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში „აიაქსის“ მაისურით ბლინდმა 19 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110257