ფეხბურთი

10:12 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა შირერის რეკორდი გააუმჯობესა

პრემიერლიფის მე-19 ტურის მატჩში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ 0:4 გაანადგურა. დუბლი მიითვალა „დეზების“ კაპიტანმა, ჰარი კეინმა. ჯამში მას ინგლისის ჩემპიონატში 198 გატანილი გოლი მოუგროვდა, რითაც პირველ 300 მატჩში „ნიუკასლისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილი ფორვარდის, ალან შირერის რეკორდი გააუმჯობესა.

შირერმა პრემიერლიგის პირველ 300 შეხვედრაში 196 ბურთი გაიტანა. მესამე მაჩვენებელი ამ მხრივ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევს, ენდი კოულს აქვს - 151 გოლი.

ასევე კეინს ყველა ტურნირში „ტოტენჰემის“ მაისურით გატანილი 264 გოლი მოუგროვდა. იმისათვის, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეს და ლეგენდარულ ჯიმი გრივზს გადაუსწროს, ჰარის მხოლოდ სამი ბურთის გატანა სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114706