სხვა

1:45 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფერსენმა სეზონში პირველი გამარჯვება სლალომში მოიპოვა

ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასზე, მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება გერმანიის გარმიშ-პარტენკირცენში, სლალომის რბოლაში მოიპოვა.

„ზედიზედ სამჯერ მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. სტარტიდანვე მშვიდად ვიყავი. მეორე ცდაზე, პირობები ძალიან გაუარესდა, მაგრამ არც ისე, რომ ხელი შემშლოდა. უარესზეც მიასპარეზია. მეორე ცდაზე, ბევრი რისკის გარეშე ვიასპარეზე და ყველაფერი კარგად გამოვიდა“, - განაცხადა ნორვეგიელმა, ვინც პირველი ცდის შემდეგ, საუკეთესო იყო და უახლოეს მეტოქეს 0.71 წამს უგებდა.

მეორე ცდისთვის დათბა და თოვლი დარბილდა, რამაც ბევრ მოთხილამურეს საქმე გაურთულა. მეორე შედეგი გერმანელ ლინუს შტრასერს ჰქონდა, მესამე კი ფრანგი კლემენ ნოელი იყო (ჩამორჩენა 0.93 წამი).

მეორე ცდაზე კრისტოფერსენს რამდენჯერმე გაუჭირდა კარის გავლა, მაგრამ საბოლოოდ, ფინიშს მაინც მიაღწია და ორი ცდის ჯამში, 1.22 წამით აჯობა მეორეზე გასულ ავსტრიელ მანუელ ფელერს. ნოელი ისევ მესამეზე დარჩა.

კრისტოფერსენისთვის ეს კარიერაში მსოფლიო თასზე, სლალომში მოგებული 22-ე რბოლაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06081