იტალიურმა მედიამ „იუვენტუსთან“ ლუკა ლოჩოშვილის თამაში შეაფასა და უმეტესი გამოცემებისგან დადებითი ქულები ერგო. ქართველმა მცველმა ტურინულ გრანდთან წაგებულ მატჩში (0:1) 90 წუთი ითამაშა და შეცდომა პრაქტიკულად არ დაუშვია.
Calciomercato.com 6 ქულა: „მყარი ბარიერი „ბიანკონერის“ შემტევის წინააღმდეგ, ფიზიკურ დუელებშიც ხშირად გამარჯვებული გამოვიდა“.
Tuttomercatoweb 6: „ვალერისთან კომბინირებას შეტევაშიც ცდილობდა, დაცვაში კარგი იყო, საჯარიმოში რამდენჯერმე ყურადღებით ითამაშა ჩაჭრებზე. ცოტა გაუჭირდა კიეზას წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაშში“.
Calciomercato.it 5.5: „ხშირად აგვიანებდა და განსაკუთრებით სულეს წინააღმდეგ ორმაგი მეურვეობისას“.
Calciocremonese 6.5: „კარგი თამაში ქართველისგან, რომელსაც "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა დიდი პრობლემები ვერ შეუქმნეს. როცა თამაშში მისი უშუალო ჩარევა საჭირო იყო, ძნელად დასაძლევი ბარიერი გახლდათ“.
sport.virgilio.it 6: „პირველ ტაიმში სწრაფ სულესთან სირთულეები შეექმნა, მაგრამ მეორე ტაიმში მოუმატა და უსაფრთხო იყო“.
Cuoregrigiorosso 6.5: „მის ზონაში ბევრი იუვენტინო არ მოძრაობდა, კარგად ითამაშა მირეტის წინააღმდეგ, მეორე ტაიმში კიეზას ჩაწოდებებსაც ხელი შეუშალა“.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 13 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. „კრემონეზე“ 9 იანვარს „ვერონას“ დაუპირისპირდება.