ფეხბურთი

20:52 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუსა და მენდეშის ურთიერთობა დასრულებულია

კრიშტიანუ რონალდუსა და მისი აგენტის, ჟორჟე მენდეშის ურთიერთობა დასრულდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

როგორც გაირკვა, „ალ-ნასრში“ რონალდუს ტრანსფერზე მენდეშს არ უმუშავია. რონალდუმ გადაწყვიტა, რომ „მანჩესტერთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავის მომავალზე პირადად ეზრუნა, რადგან მენდეშმა მისთვის ევროპაში შესაბამისი კლუბი ვერ იპოვა.

ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის კლუბში ტრანსფერში დიდი წვლილი რიკარდო რეჟუფემ შეიტანა და სანაცვლოდ მან 30 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ჟორჟე მენდეში კრიშტიანუ რონალდუს აგენტი 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყო და მის სახელს უკავშირდება პორტიგალიელის ტრანსფერები „მანჩესტერში“, „რეალსა“ და „იუვენტუსში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112802