ფეხბურთი

17:43 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაბო-ვერდეში სტადიონს პელეს სახელი მიანიჭეს

პელეს დაკრძალვაზე FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას გაუგზავნიდა მოთხოვნას, რათა ერთი სტადიონისთვის პელეს სახელი მიენიჭებინათ. ეს სურვილი პირველებმა კაბო-ვერდეელებმა შეასრულეს.



კაბო-ვერდეს პრემიერ-მინისტრმა, ულისეს კორეირა ე სილვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ პრაიაში ეროვნული გუნდის 15 000-იან სტადიონს პელეს სახელი მიენიჭება.

„კაბო-ვერდე და ბრაზილია ისტორიულად და კულტურად ძალიან დაკავშირებული ქვეყნებია. ეს ქვეყნები დებად მიიჩნევიან, დაკავშირებულნი არიან ენითა და იდენტობებით. პელე კი იყო პორტუგალიურად მოსაუბრე ქვეყნებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის კუმირი, რომელიც თაობებს აკავშირებდა“

„ამ პიროვნებისადმი პატივისცემისა და აღიარების მიზნით, მე განვიზრახავ, რომ ჩვენს ეროვნულ სტადიონს ვუწოდო „პელეს სტადიონი“ და იმედი მაქვს, რომ ამ ქმედებას მსოფლიოს ქვეყნებიც გაიმეორებენ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლეგენდარული „ფეხბურთის მეფე“ 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი 3 იანვარს, ქალაქ სანტოსის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს.

თეგებიპელე
0.117424