რაგბი

17:18 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

2022 წლის რაგბის უდიდეს მომენტებში საქართველოს მიერ იტალიისა და უელსის დამარცხება მოხვდა

სარაგბო გამოცემა Rugby World-მა 2022 წლის რაგბის უდიდესი მომენტები დაასახელა, სადაც საქართველოს მიერ ბათუმში, იტალიის ნაკრებისა და უელსში უელსის ნაკრების დამარცხებაც მოხვდა.



„ჯერ საქართველომ იტალია დაამარცხა ბათუმში, შემდეგ კი ნოემბერში გასაოცარი სცენები ვნახეთ უელსში, როდესაც საქართველომ 13:12 სძლია უელსს. ჩვენ უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდით დავით ნინიაშვილის აღზევებით დანარჩენებთან ერთად." - წერია გამოცემაში.

საქართველოს წარმატებასთან ერთად, წლის მომენტებში ადგილი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალმა, ირლანდიელთა მიერ ახალი ზელანდიის სტუმრად დამარცხებამ, საფრანგეთის გრანდ სლემმა 6 ერზე, ედი ჯონსის ინგლისის ნაკრებიდან გაშვებამ, ჩილეს მიერ აშშ-ის ბოლო წუთზე დამარცხებამ და პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებამ დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთმა ნაკრებმა ტიერ 1-ის ნაკრები, იტალია, ისტორიაში პირველად აგვისტოში, ბათუმში დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ ეს არ იკმარეს და ნოემბერში უკვე პირველი ეშელონის გუნდი, ამჯერად უელსი, სტუმრადაც დაამარცხეს.


0.12323