ფეხბურთი

16:20 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

თუ კროოსი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, „რეალ მადრიდის“ ალტერნატივა ბერნარდუ სილვა იქნება

„რეალ მადრიდის“ გერმანელ ნახევარმცველს, ტონი კროოს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა მას ჯერ პასუხი არ გაუცია, რის გამოც, „სამეფო კლუბმა“ ალტერნატიული ვარიანტის ძიება დაიწყო.



ესპანური მედიის ინფორმაციით, იმ შემთვევაში, თუ ტონი კროოსი „რეალის“ შემოთავაზებაზე უარს იტყვის, მადრიდული კლუბი აპირებს თავისი ფინანსები ბერნარდუ სილვას გადასაბირებლად მიმართოს. პორტუგალიელ ფეხბურთელის „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა თუ ქალაქელები კარგ შეთავაზებას მიიღებენ, ისინი ბერნარდუს გაშვებას დასთანხმდებიან.

ბერნარდუ სილვას შეძენით „ბარსელონაც“ დაინტერესებულია. კატალონიელებს მისი ყიდვა გასულ ზაფხულსაც სურდათ, თუმცა მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბერნარდუს იმ შემთხვევაში დაიმატებდნენ, თუ ფრენკი დე იონგი დატოვებდა გუნდს.

ბოლო პერიოდში პეპ გვარდიოლა მას ისე ხშირად აღარ ენდობა, რის გამოც გუნდის გამოცვლა ბერნარდუს ინტერესებშიც შესაძლოა შედიოდეს.

ბერნარდუ სილვა „მანჩესტერ სიტის“ 2017 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა და ქალაქელთა რიგებში 275 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115953