უკრაინელი ფეხბურთელის, მიხაილო მუდრიკისთვის ინგლისურ კლუბებში ბრძოლა გრძელდება. ყველაზე მეტად ლონდონის ,,არსენალი" აქტიურობს, თუმცა მათი შეთავაზება „შახტარს" არ აკმაყოფილებს.
ბოლო ინფორმაციით, დონეცკის „შახტარმა" მუდრიკის სანაცვლოდ „არსენალისგან" 62 მილიონიანი შეთავაზება მიიღო და ბრიტანული მედიის ცნობებით, ისინი ამ ლონდონელებს უახლოეს საათებში კვლავ უარით გაისტუმრებენ.
თავდაპირველად, „მეთოფეებმა" უკრანულ გუნდს 52, შემდეგ კი 62 მილიონი შესთავაზეს, თუმცა ,,შახტარმა" მუდრიკს ფასი დაადო - ის 88 მილიონ ფუნტზე იაფად არ გაიყიდება.
ამასობაში საქმეში ლონდონის კიდევ ერთი კლუბი, ,,ჩელსი" ჩაერთო. მათ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისინი „შახტარს" „არსენალზე" უკეთეს პირობებს შესთავაზებენ.
დონეცკელები მიიჩნევენ, რომ ჯეკ გრილიშის „მანჩესტერ სიტიში" და ანტონის „მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერმა თამასა მაღლა ასწია და მუდრიკის ღირებულებაც ამიტომ არის ასე მაღალი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ
მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ
და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა?
))