ფეხბურთი

23:49 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა თასზეც ითამაშა, "ვალენსია" მერვედფინალში გავიდა

„ვალენსიამ“ ესპანეთის თასის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, მას შემდეგ, რაც სტუმრად „ლა ნუსია“ იოლად, 3:0 დაამარცხა.

ჯენარო გატუზოს გუნდს ჯასტინ კლუივერტის, ილაიშ მორიბასა და უგო დუროს გოლებით გამარჯვება არ გასჭირვებია, რაც მოსალოდნელი იყო მეტოქის რანგიდან გამომდინარე.

გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა საქმე არ ჰქონია, მისი საქმეში ჩართვა საჭირო არ გამხდარა, ხოლო 77-ე წუთზე გატუზომ ქართველი მეკარე შეცვალა და თამაშის შესაძლებლობა იაგო ერერინის მისცა.

„ვალენსიამ“ როგორც ვთქვით, ამ გამარჯვებით მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს. შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ გასულ სეზონში კოპა დელ რეის ფინალში გავიდა, სადაც „ბეტისთან“ პენალტების სერიაში წააგო.

0.1109