ფეხბურთი

18:31 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგის გეგმა კვარაცხელიას შესაჩერებლად: სამი ფეხბურთელი ქართველის წინააღმდეგ

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლი“ მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება და ცხადია, ეს თამაში დიდი ყურადღების ქვეშაა.

ზოგადად, სერია A თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდება და საინტერესოა, როგორ ფორმაში იქნებიან გუნდები - სეზონის პირველი ნაწილი „ნაპოლის“ დიდებული ჰქონდა, „ინტერს“ არადამაკმაყოფილებელი, რადგან ნეაპოლიტანელებს 11 ქულით ჩამორჩება და ამჯერად მოედანზე გასვლა აუცილებლად მოსაგებად მოუწევს.

როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, სიმონე ინძაგი განსაკუთრებულად ემზადება ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ და მის შესაჩერებლად გეგმაც შეიმუშავა. წყაროს თანახმად, „ნერაძურის“ თავკაცი კვარას წინააღმდეგ თამაშს სამ ფეხბურთელს დაავალებს - დენზელ დუმფრისს, რომელიც მარჯვენა მცველია და მისთვის ეს ბუნებრივი პოზიციაა, ხოლო ნიდერლანდელ ფეხბურთელს ქართველის შესაჩერებლად აქტიურად ცენტრალური მცველი მილან შკრინიარი და ცენტრალური ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა უნდა დაეხმარონ.

ვნახოთ, იქნება თუ არა, ეს ყველაფერი ისე, როგორც რომაული გაზეთი ვარაუდობს და იმუშავებს თუ არა, ინძაგის გეგმა. „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.282017