„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარა კარგ ფორმაშია და სანერვიულო არაფერია - ის მოსამზადებელ ეტაპზე ქართველის მუშაობით კმაყოფილია.
„ლობოტკამ და კვარაცხელიამ მოსამზადებელ ეტაპზე სწორად იმუშავეს. „იუვე სტაბიასთან“ კარგი მატჩი იყო, რომელშიც ორივემ კარგად ითამაშა. კვარა ძალიან კარგი ბიჭია, მას არაპროგნოზირებადობა აქვს და ეს ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც არაფრისგან განსაკუთრებულ მომენტს ქმნის, სქემების, თანაგუნდელებისა და სხვა ყველა საჭიროების გარეშე“, - აღნიშნა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.