პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩის წინ, „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, „ნიუკასლის“ დამრიგებელი, ედი ჰაუ შეაქო და მძიმე ბრძოლა იწინასწარმეტყველა.
„ნიუკასლი“ ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით. ვფიქრობ, რაც მოკლე დროში ედი ჰაუმ გააკეთა, არაჩვეულებრივია. შეხედეთ ციფრებს, დაუჯერებელია... ეს მისი და მთლიანად სამწვრთნელო შტაბის დიდი დამსახურებაა.
მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ერთნაირი სიძლიერით თამაშობენ. ამჯერად ჩვენც კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა გველის. მაგრამ, საკუთარი მაყურებლის წინაშე ვითამაშებთ და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება შეხვედრა.
16 მატჩის შემდეგ „არსენალმა“ 43 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. „ნიუკასლი“ კი 17 თამაშის კვალად 34 პუნქტით მესამე საფეხურზე დგას.
„არსენალისა“ და „ნიუკასლის“ შეხვედრა დღეს, 3 იანვარს გაიმართება ლონდონის „ემირეითსზე“ და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.