იტალიური „რომას“ დირექტორმა, ტიაგუ პინტუმ, ჟურნალისტებს გუნდის თავკაცის, ჟოზე მოურინიუს პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის თაობაზე ესაუბრა.
„მოურინიუს ხშირად უკავშირებენ პორტუგალიის ნაკრებს და ეს პირველად არ ხდება. ცხადია, გვჯერა, რომ ჟოზე დარჩება თანამდებობაზე და კლუბში გააგრძელებს მუშაობას.“ - ციტირებს პინტუს სიტყვებს La Gazetta dello Sport.
ახლახან დასრულებულ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მაროკოს ეროვნულ გუნდთან დამარცხდა (0:1). შედეგად მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა თანამდებობა დატოვა. ყველაზე რეალურ შემცვლელად მოურინიუ მოიაზრებოდა. მაგრამ, დიდი ალბათობით, სეუ ჟოაუ კლუბში გააგრძელებს მუშაობას.