ავტოსპორტი

13:37 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავტომრბოლი და იუთუბერი კენ ბლოკი სნოუმობილით ინციდენტისას დაიღუპა

ამერიკელი ავტომრბოლი და იუთუბერი, საავტომობილო ტრიუკების სერიალ „ჯიმხანას“ ავტორი კენ ბლოკი, სნოუმობილის მართვისას მომხდარი ინციდენტის შედეგად, 55 წლისა დაიღუპა.

ტრაგედია შტატ იუტაში, ვასაჩ ქაუნთიში მოხდა. შერიფის ოფისი იუწყება, რომ ბლოკი სნოუმობილით მკვეთრი აღმართის ავლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა ამოყირავდა და მრბოლი ქვეშ მოიყოლა. ბლოკი თავიდან აღმართზე ჯგუფთან ერთად გადაადგილდებოდა, მაგრამ ინციდენტის მომენტში, მარტო იყო. ის მიღებული ტრავმებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.

ბლოკი არაერთი სარბოლო სერიის მონაწილე იყო. რალიქროსის გლობალურ ჩემპიონატში 6 მოგება აქვს და 2014 წელს მეორე ადგილზე გავიდა. რამდენჯერმე იყო რალი ამერიკას ვიცე ჩემპიონი. რალის მსოფლიო ჩემპიონატის 24 ეტაპზე იასპარეზა, მაგრამ კვარცხლბეკზე ერთხელაც ვერ ავიდა.

ბლოკმა სახელი გაითქვა ტრიუკების იუთუბ სერიალით, რომლის სახელწოდებაა „ჯიმხანა“. ამ სერიალში ის ძრითადად „ფორდის“ ავტომობილებს იყენებდა და მაყურებელს საოცარ ტრიუკებს უჩვენებდა. სერიალს მილიონობით ნახვა აქვს დაგროვილი...

თეგებიკენ ბლოკი
0.121028