ჭადრაკი

12:35 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებით იასპარეზეს ხოტენაშვილმა და არაბიძემ!

ყაზახეთის ალმათიში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ასპარეზობაზე მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკები მონაწილეობდნენ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ყველა ვერსიით მაგნუს კარლსენი, სხვადასხვა წლებში მსოფლიოს ჩემპიონები სხვადასხვა საჭადრაკო ვერსიებში: ჰიკარუ ნაკამურა, ანა მუზიჩუკი, ნანა ძაგნიძე, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანტუანეტა სტეფანოვა და სხვები…

სწრაფ ჭადრაკში შეჯიბრი 3 დღე მიმდინარეობდა – 26;27 და 28 დეკემბერი; ხოლო ელვისებურ ჭადრაკში ჩემპიონატი 29-30 დეკემბერს გაიმართა.

საქართველოს სახელით საჭადრაკო სამყაროში, ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ასპარეზობაზე მონაწილეობდნენ:

ქალთა შორის:

1.ნანა ძაგნიძე (2416)

2.მერი არაბიძე (2404)

3.ბელა ხოტენაშვილი (2385)

4.ნინო ბაციაშვილი (2365)

5.ლელა ჯავახიშვილი (2364)

6.სოფიო გვეტაძე (2245)

7.სოფიო ტერელაძე (2100)

ვაჟთა შორის:

1.ბაადურ ჯობავა (2688)

2.გიგა ყუფარაძე (2538)

3.ლევან ფანცულაია (2522)

სწრაფ ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში ბრწყინვალედ

იასპარეზა ბელა ხოტენაშვილმა!

პრაქტიკულად წელიწადნახევრიანი საჭადრაკო შესვენების შემდეგ ბელა ბოლომდე იბრძოდა საპრიზო სამეულში მოსახვედრად და საბოლოოდ 11-დან 7,5 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა!

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და X-XXIII გაინაწილეს: ნინო ბაციაშვილმა, ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ.

საუკეთესო დამატებითი მაჩვენებლებით მეათე ადგილზე ნინო ბაციაშვილი გავიდა. რომ არა ბოლო ტურში განცდილი დასანანი მარცხი, ნინო საპრიზო სამეულში გადიოდა.

ჩემპიონატის დანარჩენმა ქართველმა მონაწილეებმა შემდეგნაირად იასპარეზეს: ლელა ჯავახიშვილი -5,5 ქულა; სოფიკო ტერელაძე – 5 ქულა; სოფიო გვეტაძე – 4,5 ქულა.

ვაჟთა ასპარეზობაში კარგად დაიწყო და საპრიზო სამეულში გასვლის შანსი ჰქონდა გიგა ყუფარაძეს. სამწუხაროდ ბოლო ტურებში განცდილმა მარცხმა ქართველ მოჭადრაკეს ათეულის შანსი დააკარგინა. საბოლოდ, გიგამ 13-დან 7 ქულა დააგროვა ლევან ფანცულიას მსგავსად. 4 ქულით დაასრულა ასპარეზობა ბაადურ ჯობავამ.

ელვისებურ ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში დიდი წარმატებით იასპარეზა, საქართველოს ნაკრების წევრმა, მერი არაბიძემ!

მერიმ, ბოლო ტურში მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა და 17-დან 11,5 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა!

ასევე წარმატებით ითამაშა და 11 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა ნანა ძაგნიძე!

დანარჩები ქართველი მონაწილეების შედეგები:

ქალები:

ნინო ბაციაშვილი – 10 ქულა;

ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი – 9,5 ქულა;

სოფიო გვეტაძე – 8 ქულა;

სოფიო ტერელაძე – 7,5 ქულა;

ვაჟები:

ლევან ფანცულაია – 12 ქულა;

გიგა ყუფარაძე – 11,5 ქულა;

ბაადურ ჯობავა – 11 ქულა.

gcf.org.ge

0.126543