ფეხბურთი

11:47 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ფერნანდესში 127 მილიონს იხდის

„ბენფიკასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ენცო ფერნანდესი, დიდი ალბათობით, კარიერას პრემიერლიგაში, კერძოდ ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს - გვამცნობს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

„ბენფიკასა“ და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „ჩელსი“ მზადაა 21 წლის არგენტინელში 127 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ახლახან დასრულებულ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ფერნანდესი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ტურნირის შვიდ მატჩში ენცომ ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ჩელსის“ გარდა მისით მადრიდის „რეალი“ და „ლივერპულიც“დაინტერესდნენ. მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე აქტიურები „არისტოკრატები“ ჩანან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111958