„ალ-ნასრის“ მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე ჰკითხეს, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა ხუმრობით უპასუხა და თქვა, რომ მანამდე ლიონელ მესის დამატებას ცდილობდნენ.
„რონალდუს ტრანსფერამდე პირდაპირ დოჰადან მესის ჩამოყვანას ვცდილობდით“, - იხუმრა გარსიამ, რასაც საპრესკონფერენციო დარბაზში სიცილი მოჰყვა.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის კლუბს აქტიურად უკავშირებენ სერხიო ბუსკეტსა და სერხიო რამოსს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია