ჩოგბურთი

0:45 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარტინა ნავრატილოვას ყელის და მკერდის კიბო აღმოაჩნდა

ჩოგბურთის ლეგენდა მარტინა ნავრატილოვამ გამოაცხადა, რომ სამედიცინო შემოწმების შედეგად, ყელის და მკერდის კიბო აღმოაჩნდა. ჩეხი-ამერიკელი ჩოგბურთელი, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ არის აღიარებული. ერთეულებსა და წყვილებში, მას ჯამში დიდი სლემის 59 ტიტული აქვს მოპოვებული.

„ეს ორმაგი დარტყმა სერიოზულია, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. უკეთესი შედეგის იმედი მაქვს. გარკვეული დროით გამიჭირდება, მაგრამ მთელი ძალით ვიბრძოლებ“, - განაცხადა 66 წლის ნავრატილოვამ.

ჩეხეთში დაბადებულ ნავრატილოვას, ვინც ამერიკელი 1981 წელს გახდა, ამის შემდეგ კი მალევე აღიარა, რომ გეია, მკერდის კიბო 2010 წელსაც დაუდგინეს, მაგრამ მაშინ დაავადება დაამარცხა.

ის ამბობს, რომ მისი დაავადება პირველ სტადიაზეა და შესაბამისად, კარგი პროგნოზი აქვს. ის მკურნალობას მომდევნო კვირიდან იწყებს. ნავრატილოვამ ნოემბერში განცხადა, რომ ყელზე სიმსივნე შენიშნა, რომელიც არ გაწოვილა. ექიმებმა მალევე დაუდგინეს კიბოს დიაგნოზი. ბიოპსიის აღების და ანალიზების ჩატარების პროცესში, მას მკერდზეც უცნაური წანაზარდი აღმოუჩინეს და მოგვიანებით, მასზეც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ორივე შემთხვევაში, დაავადება პირვე სტადიაზეა და ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არაა.

0.123267