ფეხბურთი

23:36 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" წელი წაგებით დაიწყო

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში გამარჯვებების სერია შეწყვიტა და 2023 წელი მარცხით დაიწყო. წლის პირველ შეხვედრაში „წითლები“ „ბრენტფორდს“ ესტუმრნენ და 1:3 წააგეს.

იურგენ კლოპის გუნდი პირველივე ტაიმში 0:2 ჩამორჩა და მერე სიტუაცია ვეღარ გამოასწორა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევრის სტარტზევე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთი ბურთი გაქვითა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს და დამაჯერებლად მოიგეს.

„ლივერპული“ 28 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „ბრენტფორდი“ 2 ქულით და 1 საფეხურით ჩამორჩება. იურგენ კლოპის გუნდი მომდევნო ტურში 14 იანვარს, „ბრაიტონს“ ესტუმრება.

„ბრენტფორდი“ – „ლივერპული“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კონატე (19, ა.გ), 2:0 ვისა (42), 2:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (50), 3:1 მბეუმო (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118184