ფეხბურთი

23:24 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინოს იდეა: ფიფას წევრ ყველა ქვეყანაში ერთი სტადიონი მაინც პელეს სახელობის უნდა იყოს

ფეხბურთის მეფის, პელეს სამოქალაქო პანაშვიდს „სანტოსის“ სტადიონზე ჯანი ინფანტინო დაესწრო. ფიფას პრეზიდენტი გამოვიდა იდეით, რომ ფიფას წევრმა ყველა ქვეყანაში ერთი სტადიონი მაინც პელეს სახელობის იყოს.

„ფიფას ყველა წევრ ქვეყანას ვთხოვთ, რომ თავიანთ ქვეყანაში ერთ სტადიონს პელეს სახელი მიანიჭონ. ასე 30, 40, 50 წლის შემდეგ ყველას ეცოდინება მისი მნიშვნელობა“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ პელე 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას 3 იანვარს დაკრძალავენ.

0.134077