ჩოგბურთი

16:31 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2023 წელი მარცხით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2023 წელი წარუმატებლად დაიწყო. ქართველი სპორტსმენი პუნეს ტურნირზე იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან, რომელიც რეიტინგში 101-ე ადგილს იკავებს, 2 სეტში, 2:6, 2:6 დამარცხდა.



ინდოეთში გამართულ 250-იან ტურნირზე ნიკოლოზის პირველი მეტოქე იტალიელი ჩეკინატო იყო, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც, ის ნიდერლანდელ ტალონ გრიკსპურზე გადიოდა. ქართველი ჩოგბურთელი მატჩის მიმდინარეობისას წინ არცერთხელ არ გასულა.

ბასილაშვილმა 2022 წელიც მარცხით დაასრულა, როდესაც რუანის ჩელენჯერზე ფრანგ უგო გასტონთან დამარცხდა. უფრო ადრე კი ძალიან წარუმატებელი სერია ჰქონდა, როდესაც ქართველი ზედიზედ 10 მატჩის განმავლობაში არა თუ გამარჯვებას, არამედ სეტის მოგებასაც ვერ ახერხებდა. ბასილაშვილმა ეს უსიამოვნო სერია იმავე რუანის ჩელენჯერზე, ფრანგი კვენტინ ჰალისის დამარცხებით შეწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11612