ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი კარიერას საფრანგეთის ,,ლიონში" განაგრძობს, სადაც 2010-2013 წლებშიც ასპარეზობდა. ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
დეიან ლოვრენი კამერუნის ნაკრების ფეხბურთელ მუმი ნგამალეუსთან ერთად მეორე ფეხბურთელი იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ჩემპიონატიდან იმყოფებოდა. დეიან ლოვრენი სანკტ-პეტერბურგის ,,ზენიტის" ღირსებას იცავდა.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი და 2022 წლის მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორი სხვადასხვა დროს ,,ლიონის" გარდა, ,,დინამო ზაგრების", ,,ინტერ ზაპრესიჩის", ,,საუთჰემპტონისა" და ,,ლივერპულის" ღირსებას იცავდა, საიდანაც რუსეთში გადავიდა სათამაშოდ.
33 წლის მცველმა სანკტ-პეტერბურგულ კლუბში 2.5 წელი გაატარა, რა დროშიც 63 მატჩის ჩატარება და 3 გოლის გატანა მოახერხა.