ჩოგბურთი

17:30 | 2.01.2023 | ნანახია 0 - ჯერ

ვენუს უილიამსმა დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა

42 წლის ჩოგბურთელმა, ვენუს უილიამსმა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, ოკლენდში მიმდინარე ASB Classic-ის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.



ამერიკელმა ჩოგბურთელმა, რომელიც კარიერაში 30-ე სეზონს ატარებს, ოკლენდის ტურნირის პირველ ეტაპზე თანამემამულე კეტი ვოლინეტსი, რომელიც მასზე ორჯერ პატარაა, ორ სეტში, 7:6 (7:4), 6:2 დაამარცხა.

7-გზის გრანდ სლემის ჩემპიონი ავსტრალიის ღია პირველობაზე დასაბრუნებლად ემზადება, სადაც ვაილდქარდი მიიღო.

ოკლენდის 250-იან ტურნირზე, სადაც საპრიზო ფონდი 260 000 დოლარს შეადგენს, მეორე ეტაპზე ვენუს უილიამსი ჩინელ ლინ ჟუს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 84-ე პოზიციას იკავებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:34 | 17.11.2015
larry (200)

წავაგეთ 18-10. Iმედია რუმინეთს მოუგებთ

17:46 | 17.11.2015
პანტელეიმონი (4347)

გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.

16:56 | 17.11.2015
私は家に帰りました (1799)

აბა თქვენ იცით ბიჭებო

12:40 | 17.11.2015
cicerona (436)

წარმატებები

12:09 | 17.11.2015
თენგაბი (950)

წარმატებები

0.067536