ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელი ბენუა ბადიაშილე კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
21 წლის მცველმა „მონაკო“ უკვე დატოვა და ინგლისურ გუნდს შეუერთდება. ტრანსფერის ღირებულებამ 38 მილიონი ევრო შეადგინა. ბადიაშილე „არისტოკრატებთან“ 6.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბენუა ბადიაშილე „მონაკოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2018 წლიდან 135 მატჩში 6 გოლი გაიტანა, საფრანგეთის ნაკრებში კი 2 თამაში აქვს ჩატარებული.