ფეხბურთი

15:14 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ჩემი შვილი 5 წლის წინ მეუბნებოდა, რომ კვარაცხელია ფენომენი იყო"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შესახებ თავისი შვილი ჯერ კიდევ 5 წლის წინ ესაუბრებოდა.

„კვარაცხელიას შესახებ ჩემი შვილი, ანდრეა მეუბნებოდა 5 წლის წინ, რომ ფენომენი იყო და მართალიც გახლდათ. დღეს ფეხბურთში ყველაფერი ვიცით ყველას შესახებ, მაგრამ ძლიერი ხარ, ძლიერი ხარ და მორჩა“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა. 8 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.111955