ფეხბურთი

12:58 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

,,ნიუკასლმა" მარტინ დუბრავკას იჯარა გაწყვიტა და ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან" უკან დაიბრუნა

,,ნიუკასლმა" სლოვაკი მეკარის, მარტინ დუბრავკას 1-წლიანი იჯარა გაწყვიტა და ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან" უკან სეზონის შუაში დაიბრუნა.



33 წლის მეკარე ,,წითელ ეშმაკებს" გასულ ზაფხულს 1-წლიანი იჯარით, დავიდ დე ხეას შემცვლელად შეუერთდა, მას შემდეგ, რაც დინ ჰენდერსონი გუნდმა ,,ნოტინგემ ფორესტში" გაანათხოვრა.

ნახევარ სეზონში დუბრავკამ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო, ორივე ,,კარაბაო თასზე" ,,ასტონ ვილასა" და ,,ბარნლის" წინააღმდეგ.

,,ნიუკასლში" ნიკ პოუპის მისვლამ სლოვაკი მეკარის პოზიციის დაქვეითება გამოიწვია, რასაც მანჩესტერულ კლუბში განათხოვრებაც მოჰყვა, თუმცა ,,კაჭკაჭებმა" შუა სეზონში მისი დაბრუნება უკან მოისურვეს და მისი იჯარა გაწყვიტეს.

,,ნიუკასლი" შესანიშნავ სეზონს ატარებს და 17 მატჩის შემდეგ, 34 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112732