ფეხბურთი

12:08 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუს ჟუნიორი: "ლა ლიგა რასისტების წინააღმდეგ არაფერს აკეთებს

,,რეალ მადრიდის" ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა ,,ვალიადოლიდთან" გამართული მატჩის შემდეგ, ლა ლიგის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ორგანიზაცია რასიზმის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს.



,,რასისტები დადიან და ახლოდან უყურებენ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის თამაშებს და ლა ლიგა ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს. მე თავის მაღლა აწევას და მადრიდში ჩემი გამარჯვებების ზეიმს კვლავ გავაგრძელებ და საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება." - განაცხადა ვინისუსმა

ლა ლიგამ ბრაზილიელის კომენტარზე შემდეგნაირად უპასუხა:

,,სიძულვილის ენას ამ ლიგაში ადგილი არ აქვს. ჩვენ აღნიშნულ შეხვედრას განვიხილავთ და როგორც ყოველთვის, კლუბებთან და შესაბამის პირებთან ერთათ მივიღებთ ზომებს, რომ დავსაჯოთ სიძულვილის ენაში მონაწილე ნებისმიერი პიროვნება."

მსგავსი შემთხვევა სექტემბერში, ,,ატლეტიკოს" გულშემატკივრების მხრიდანაც იყო შენიშნული, ვინისიუსი კი ამ ყველაფრის შემდეგ, ლა ლიგას სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ,,რეალ მადრიდმა" ,,ვალიადოლიდი" ბენზემას დუბლით 0:2 დაამარცხა და ჩემპიონატის ლიდერ ,,ბარსელონას" გაუთანაბრდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097916