ფეხბურთი

21:25 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდი: "ჩამეძინა და თამაშის წინა შეკრება გამოვტოვე"

,,მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ,,ვულვზი" მარკუს რაშფორდის გოლით დაამარცხა, თუმცა ინგლისელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, რადგან ტენ ჰააგმა ის დასაჯა.



თავდაპირველად, როდესაც რაშფორდი ძირითად შემადგენლობაში არ გამოჩნდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერიკ ტენ ჰააგმა ინგლისელი შემტევი დისციპლინური დარღვევის გამო დასაჯა და სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მატჩის შემდგომ, რაშფორდმა განმარტა, თუ რაში იყო საქმე:

,,იმედგაცრუებული ვარ, რომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში არ დავიწყე, თუმცა მესმის. ბედნიერი ვიყავი, რომ გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ. ჩამეძინა და თამაშის წინა შეკრება გამოვტოვე" - განაცხადა რაშფორდმა.

საბოლოოდ, ,,მანჩესტერ იუნაიტედს" მხსნელად ისევ რაშფორდი მოევლინა, რომელმაც მატჩის 76-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშის პასით ისარგებლა და შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125625