ჩოგბურთი

20:55 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყოფილი ფინალისტი თიმი ავსტრალიის ღიაზე უაილდ ქარდით ითამაშებს

ავსტრალიის ღია პირველობის ყოფილ ფინალსტს, ავსტრიელ დომინიკ თიმს, ტურნირის ორგანიზატორებმა უაილდ ქარდი მიანიჭეს. თიმმა გასულ სეზონში დიდი სლემის პირველი ტურნირი ტრავმის გამო გააცდინა. ამჯერად კი, დაბალი რეიტინგის გამო, უაილდ ქარდის გარეშე, მელბურნში თამაშის უფლება არ ჰქონდა.

თიმმა ავსტრალიის ღიას ფინალში 2020 წელს ითამაშა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. არადა, შეხვედრა ხუთი სეტი გაგრძელდა და ავსტრიელს მისი მოგების შანსიც ჰქონდა. იმავე სეზონში ის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა და ეს დიდი სლემის ტურნირებზე მისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტრიუმფი იყო.

მომდევნო სეზონში მას არაერთი ტრავმის გამო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა აღარ მიეცა. გასულ სეზონში, 29 წლის თიმს დაბრუნება ჰქონდა და რეიტინგში 102-ე ადგილამდე ავიდა. არადა, ივნისში 350-ე ადგილზე უკან იყო.

0.11211