ფეხბურთი

17:22 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: "რონალდუმ კარიერა პირს მორგანთან ინტერვიუთი დაასრულა, მესი კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა"

ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა.

„რონალდუსთვის ეს სამწუხარო დასასრულია. მან კარიერა პირს მორგანთან ინტერვიუთი დაასრულა, მესიმ კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო“, - თქვა კარაგერმა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და წელიწადში მისი ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება. ეს არის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა, რომელსაც ფეხბურთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11135