საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ მოედანზე კონკურენტ „სოშოს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ჟირონდელებმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მალევე დავითაშვილმაც გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახდა. ქართველმა საჯარიმოს მისადგომებთან პაასი მიიღო, მეტოქეთა მცველი ლამაზი მოძრაობით ჩამოიცილა და მეკარეს აუღებელი ბურთი დაურტყა.
"სოშომ" მეორე ტაიმში 1 ბურთი გაქვითა, თუმცა ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა. "ბორდოს" 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე დაწინაურდა. ზურიკომ და თავისმა თანაგუნდელებმა სწორედ დღევანდელ მეტოქეს გადაასწრეს. ჩვენებურის ანგარიშზე ფრანგულ გუნდში 11 შეხვედრაში გატანილი სამი გოლია.