ფეხბურთი

22:21 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ლევანდოვსკის გოლები ვერ გაჰქონდა და მაშინ ჩემი ჯიბე ფულით სავსე იყო"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დარვინ ნუნიესის უგოლო სერიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა არ არის, ურუგვაელ ფორვარდს ყველაფერი წინ აქვს.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მსგავსი სიტუაცია ჰქონდა რობერტ ლევანდოვსკისთანაც, რომელსაც მაშინ სანაძლეო დაუდო და ფულსაც იგებდა.

„სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ნუნიესსა და ლევანდოვსკის ბევრი საერთო აქვთ. მახსოვს, სერია, როცა ლევანდოვსკი გოლს ვერ იტანს. მაშინ მას დავენიძლავე 10 ევროზე, თუ ვერ გაიტანდა, ფული ჩემთვის უნდა გადაეხადა. მაშინ ჩემი ჯიბე ფულით სავსე იყო.

ასეთ სიტუაციებში მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. თუ ხედავ განვითარების პოტენციალს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, მიუხედავად იმისა, რომ იმ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ამის გაკეთება რთულია, იმიტომ, რომ მედია ყველაფერზე დიდ აჟიოტაჟს აწყობს. რაც უფრო მოახერხებ ამ ყველაფრის იგნორირებას, მით უკეთესია.

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ნუნიესის პოტენციალი აშკარაა. ყველაფერი წინ არის, მსგავსი სიტუაცია მქონდა ლევანდოვსკისთან და არა მარტო მასთან. დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა კლოპმა.

0.128011