ფეხბურთი

19:00 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია შეაჩერეს, ის "ესპანიოლთან" ითამაშებს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი „ესპანიოლთან“ შეხვედრაში ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

მადრიდის სპორტულმა ტრიბუნალმა პოლონელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია შეაჩერა, რის შედეგადაც, რობერტი ბარსელონურ დერბიში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის წინ ბოლო შეხვედრაში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064204