ფეხბურთი

14:18 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამის შესახებ განკარგულება ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ გასცა. ფეხბურთის მეფე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პელეს მსხვილი ნაწლავის კიბო ჰქონდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს დამძიმდა და სიცოცხლის უკანასკნელი დღეები საავადმყოფოში გაატარა.

თეგებიპელე
0.119768