ფეხბურთი

14:11 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბარქაია 1964 წელს, „ოქროს მატჩის“ მონაწილე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო. ის „დინამოში“ 1957-1967 წლებში თამაშობდა და 226 თამაშში 68 გოლი გაიტანა. ხოლო საბჭოთა კავშირის ნაკრებში დებიუტი 1965 წელს ჰქონდა, რომლის რიგებში 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ბარქაია ერთხელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ვლადიმერ ბარქაიას 2014 წელს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

0.122717