ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „გრანადას“ უმასპინძლა და ადვილად, 98:66 დაამარცხა.
კანარიელებმა პირველივე პერიოდში 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ და ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტეს.
შერმადინმა 17 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ლენოვო ტენერიფე“ 10 მოგებით და 3 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 იანვარს, „მურსიასთან“ გამართავს.