ფეხბურთი

0:23 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "პელე ჩვენში ყოველთვის იცოცხლებს"

სოციალურ ქსელში პელეს გარდაცვალებას გამოეხმაურა კრიშტიანუ რონალდუ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ბრაზილიისა და განსაკუთრებით ბატონი ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ოჯახის მიმართ. უბრალო „სიმშვიდე“ არასდროს იქნება საკმარისი იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ამჟამად მთელ საფეხბურთო სამყაროს მოიცავს. ის ინსპირაცია იყო, არის და იქნება მილიონობით ადამიანისთვის. მას არასდროს დავივიწყებთ და მისი ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლებს თითოეულ ჩვენგანში, ფეხბურთის მოყვარულებში. მშვიდად განისვენე მეფე პელე“, - დაწერა კრიშტიანუმ.

პელეს გამოსამშვიდობებელი სტატუსი გამოაქვეყნა „პარი სენ ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემაც. „ფეხბურთის მეფემ დაგვტოვა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არასდროს დაგვავიწყდება“, - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პელემ ბრაზილიის ნაკრებში 1957-1971 წლებში 92 მატჩში 77 გოლი გაიტანა და სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. „სანტოსის“ რიგებში კი 6-ჯერ მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი, ორ-ორჯერ კოპა ლიბერტადორესი და საკონინენტთაშორისო თასი.

0.139522