ფეხბურთი

23:07 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის მეფე, პელე გარდაიცვალა

ფეხბურთი მეფე გარდაიცვალა. ლეგენდარული პელე ბოლო პერიოდში საავადმყოფოში ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობით იმყოფებოდა და 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პელეს მსხვილი ნაწლავის კიბო ჰქონდა და ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამრიგად, „ფეხბურთს მეფე“ აღარ ჰყავს...

პელემ 1956-1974 წლებში „სანსტოსში“ ითამაშა, ხოლო კარიერის ბოლო ორი სეზონი „ნიუ იორკ კოსმოსში“ გაატარა.

პელემ ბრაზილიის ნაკრებში 1957-1971 წლებში 92 მატჩში 77 გოლი გაიტანა და სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. „სანტოსის“ რიგებში კი 6-ჯერ მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი, ორ-ორჯერ კოპა იბერტადორესი და საკონინენტთაშორისო თასი.

თეგებიპელე
0.1304