ფეხბურთი

18:23 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფანცულაია ყაზახეთში ჩემპიონატში ითამაშებს

ქართველი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

28 წლის ფეხბურთელი აკტაუსი კასპიის შეუერთდა, რომელმაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „კასპიიში“ ფანცულაიას რატი არდაზიშვილი დახვდა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა.

გიორგი ფანცულაია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „დინამო ბათუმში“ თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში 19 გოლი გაიტანა. მანამდე „ტორპედოში“, „ჩიხურაში“, „სამტრედიაში“, „დილაში“, „საბურთალოში“, „ცხინვალსა“ და „ზესტაფონში“ თამაშობდა.

0.127324