ფეხბურთი

15:39 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ მუნდიალის საუკეთესო მეკარით დაინტერესდა

„ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, კარიერა, შესაძლოა, იტალიაში გააგრძელოს. მისით „იუვენტუსი“ დაინტერესდა - გვამცნობს CalcioMercatoWeb.

სანაცვლოდ ტურინული კლუბი მზადაა „ასტონ ვილას“ თავისი პოლონელი მეკარე, ვოიცეხ შჩესნი შესთავაზოს. თავად შჩესნის კლუბის შეცვლა არ სურს.

ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ, რომ „ასტონ ვილა“ მზადაა მარტინესი გუნდიდან გაუშვას. გუნდის მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის, არგენტინელის ჟესტი არ მოეწონა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდგომ დაჯილდოებისას მან „ოქროს ხელთათმანით“ უხამსი ჟესტი გამოხატა.

0.116509