„ლივერპულის“ ახალწვეულმა, კოდი გაკპომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მერსისაიდულ კლუბში გადასვლა მას თანამემამულემ, ვირჯილ ვან დეიკმა ურჩია.
„ბოლო დღეებში ტელეფონით ბევრს ვესაუბრებოდი ვირჯილს. ის მეუბნებოდა, რომ ახლა „ლივერპულში“ გადასვლა ჩემი კარიერის განვითარებისთვის სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ამიხსნა, რომ კლუბი დიდი ოჯახივით არის, ჩემთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახი ჩემთვის უპირველესია.
ვირჯილმა ბევრი კარგი რამ მითხრა კლუბის შესახებ. კარგია, რომ ისიც „ლივერპულის“ ფეხბურთელია, გამარკვევს რაღაც-რაღაცეებში. ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი.“ - ციტირებს გაკპოს სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
28 დეკემბერს „ლივერპულმა“ პსვ-ის 23 წლის თავდამსხმელის, კოდი გაკპოს ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ნიდერლანდელის ტრანსფერი 44 მილიონი გირვანქა დაჯდა.